მდინარე ნატანები, სოფელი ვაკიჯვარი. აქ „ნატანები 3“ ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი.
ელექტროსადგურის შენობა ამ ადგილიდან რამდენიმე ათეული მეტრით ქვემოთ იქნება, მდინარის იმ მონაკვეთზე კი, რაც ფოტოზე ჩანს და მის ზემოთაა, 4,5 კმ სიგრძეზე, წყლის 90% დერივაციულ მილში გაივლის, მდინარეში 10% დარჩება
ჰესის მშენებლობისას საკვანძო საკითხი წყლის ხარჯის სწორად დათვლაა. ამ მდინარემ წყლით უნდა მოამარაგოს სოფელში მდებარე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკალმახე, რომელიც, სხვათა შორის, საპროექტო ჰესზე ორჯერ მეტ ადამიანს ასაქმებს, მისმა ხეობამ კი ახალი, მშენებარე წყალსადენით 5 სოფლის 3000-ზე მეტი მცხოვრები. ეს საკითხი გზშ-ში საერთოდ არაა შესწავლილი
„ნატანები 3“-ზე გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოსაზრებების და შენიშვნების წარდგენის ვადა 17 მაისს იწურება
ნატანები 1 და ნატანები 2 ჰესებზე მოგვიანებით მოგახსენებთ.
წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, საზოგადოებრივი მოძრაობა “გადავარჩინოთ გურიის მდინარეები”-ს წარმომადგენელი გრიგოლ მახარაძე.