გადაყვანილი ვართ განადგურების რეჟიმში – მიხეილ სააკაშვილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ეხმაურება და ყველას მოუწოდებს, დადგნენ ქართული მედიისა და საქართველოს თავისუფლების გვერდით.
მიხეილ სააკაშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ქვეყანა აქამდე მოვიდა და ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან “ქართული ოცნება” მიჰყვება რუსულ პროპაგანდას – ან საქართველო გაიღვიძებს, ან საქართველო გაქრება… ის, რაც დაემართა ლექსოს ეს შეიძლება დამართოს თოთოეულ თქვენგანს” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
“პირადპირ ჰყავთ მეხუთე კოლონა და აგენტურა საქართველოში. რა, ვერ ვხედავთ რო ასე არის? ნახეთ ფეისბუქზე როგორი აქტიურობა აქვთ გაჩაღებული რუსულ ბოტებს. რუსეთიდან ქმნიან პროექტს პროექტზე, აი ამ ფონზე, ან საქართველო გაიღვიძებს, ან საქართველო გაქრება. მე მინდა მოვუწოდო ყველა ჩვენ, ჩემს მომხრეს დავდგეთ ქართული მეედისაა და ქართული თავისუფლების გვერდით იმიტომ, რომ რაც დაემართა ლექსოს, ეს არ არი ცალკე აღებული, ეს შეიძლება დაგვემარტოს და დაგემართოთ თითოეულ თქვენგანს. მეგობრებო, ჩვეულებრივად ვართ გადაყვანილი განადგურების რეჟიმში. ცვეულებრივად ოკუპანტი ქვეყანა იყენებს ყველაფერს იმას, რასაც იყენებს ბევრ სხვა ქვეყანაში და ყველზე მეტად რატომღაც იყენებს საქართველოში. რა, ყველაზე უნიჭოები ვართ? ყველაზე გაუნათლებლები ვართ? ყველაზე ბნელები ვართ? ყველაზე ადვილად აგდებადი ვართ? ყველამ გამოვიღვიძოთ და ვთქვათ, რომ საქართველო ახლა საჭიროებს გადარჩენას. ადამიანიც აღარ დარჩება მისი გადამრჩენი ან გაიქცევა ან ყველას დახოცავე მეგობრებო ბოლომდე უნდა დავდგეთ, მეც თქვენთან ერთად ბოლომდე დავდგები. აღარ მიღირს სიცოცხლე თუ საქართველო აღარ იარსებებს და ტუ ასე დაგვიხოცავენ სათითაოდ თითოეულ ადამიანს”-აღნიშნა სააკაშვილმა.