“რამე გახსენდებათ ცუდის მეტი რაც რუსებს ჩვენთვის გაუკეთებიათ”?

მხოლოდ მცირედი ფაქტები: (არ შევეხები ეკონომიკას, თავდაცვას და სხვა დახმარებებს)

1. ვისი დაფინანსებულია საქართველოში უნიკალური ხელნაწერების, საუკუნის წინანდელი ხალხური მუსიკის ნიმუშების გაციფრების და გადარჩენის საქმე? – ამერიკა, ევროკავშირი

2. ვისი დაფინანსებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების (გარკვეული ნაწილის) რეაბილიტაცია? – ამერიკა, ევროკავშირი

3. ვისი დაფინანსებულია მუზეუმის რეაბილიტაცია? (ნაწილის) – ამერიკა, ევროკავშირი

4. სად უყვართ ყველაზე მეტად ჩვენი ხალხური მუსიკა და ცეკვა? სად დადიან ფოლკლორული ანსამბლების 99% სამოგზაუროდ? – ამერიკა, ევროკავშირი

5. რომელ ქვეყნებშია ქართული სიმღერის ანსამბლები სადაც მხოლოდ უცხოელები მღერიან? – ევროპა, ამერიკა

6. რომელი ქვეყნების მოქალაქეები ცდილობენ ქართული ენის შესწავლას? – ამერიკა, ევროპა

7. რომელი ქვეყნის მოქალაქეები ჩამოდიან საქრთველოში ქართული ენისა და სიმღერის შესასწავლად? – ამერიკა, ევროპა ეს უცებ რაც გამახსენდა. და ყველაფერი ფაქტებით არის გამყარებული. აბა კარგად დავფიქრდეთ ესენი გვართმევენ ქართველობას? და რუსები? გვინარჩუნებენ? ამას ბევრი ფიქრი უნდა? იმედია არა! და რუსები?

რამე გახსენდებათ ცუდის მეტი რაც ჩვენთვის გაუკეთებიათ? თუ არის ასეთი დაწერეთ. პოსტის ავტორი: გიორგი უშიკიშვილი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share