Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესში საქართველოს მასშტაბით 7 კლინიკა ჩაერთვება – ჩამონათვალი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პირველი ეტაპისთვის პროცესში ჩართული იქნება საქართველოს მასშტაბით არსებული 7 კლინიკა:

Pfizer-ის ვაქცინა სხვა ვაქცინებთან ერთად და დღეს დღეობით ჩვენ ვიცით, რომ ჩართული არის ვაქცინაციის პროცესში 3 ვაქცინა: AstraZeneca, Sinopharm-ი და Sinovac-ი და დღეიდან უკვე Pfizer-ის ვაქცინებითაც ჩვენ ვიწყებთ მასიური ვაქცინაციის პროცესს. პირველი ეტაპისთვის ჩართული იქნება საქართველოს მასშტაბით 7 კლინიკა. ეს იქნება რესპუბლიკური საავადმყოფო, ამტელ ჰოსპიტალი, ბოკერიას სახელობის კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი, ასევე გორში სამხედრო ჰოსპიტალი, ქუთაისის დასავლეთის სამედიცინო ცენტრი და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო,” – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მიიჩნევს, აღნიშნულ შესაძლებლობას ქვეყნის მოსახლეობა შესაფერისად გამოიყენებს და ძალიან სწრაფად მოხდება ვაქცინაციის გაფართოება.

“ვფიქრობთ, რომ ამ შესაძლებლობას ჩვენი მოსახლეობა შესაფერისად გამოიყენებს და ძალიან სწრაფად მოხდება ვაქცინაციის გაფართოება. ვაქცინების მოწოდება დაიწყო დღეიდან. ეტაპობრივად მოხდება მილიონზე მეტი ვაქცინის მოწოდება, რომელიც ჩვენ Pfizer-თან გვაქვს ბილატერალური ხელშეკრულებში შესყიდული. ვაქცინაცია არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ დავამარცხოთ მიმდინარე ეპიდემია და ამდენად ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი იქნება სწრაფი და აქტიური გადაწყვეტილება, რომ მიიღოს მონაწილეობა ვაქცინაციის პროგრამაში,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share