“ბიძინა, იცი რას გავდა შენი მოქმედებები მთელი ეს პერიოდი? ბავშვი რომ კუთხეში დადგება და გონია დამალულია. ასე გეგონა შენც და იმ შენს პრემიერ მინისტრსაც. გხედავდნენ და მთელს შენს ვირეშმაკობებს და მელკი აფიორებს აღრიცხვდნენ. იცი მაგათ როგორი მეთოდი აქვთ, ბოლომდე დაგალპობენ, რომ შენით ჩამოვარდე და დაენარცხო. რომ გიღიმიან არ იფიქრო, მოწონხარ, იმიტომ რომ იციან ატყუებ, მაგრამ შანსს გაძლევენ. შენ კიდე გგონია, გადააგორე და მოატყუე.
ხომ ხედავ პირდაპირ გითხრეს რასაც ვამბობთ ეს ნაუცბათევი არ არის დიდი ხნის ნაფიქრიაო. ამასწინ გითხარი ბიძინა, ამ ხალხმა იცოდა, მტერს უყელებდათქო, როცა შანსი მიეცემოდა. ეს მალე დადგება.
მოსვლიდანვე ჩალიჩობდი, როგორმე ისეთი ველური გეჩვენებინა დასავლეთისთვის საქართველო უარი ეთქვათ ჩვენზე. შენც და რუსეთიც 2008 წელს შეცდით. ჩვენ შეგასწარით დასავლეთის სამშვიდობო ფარში. შენ ეხლა წაქცეული ფეხებს გვიბლოკავ, ხან ეს ცოფიანი კატები შემოგვისიე, ხან თავი მოგვჭერი, მთელი მსოფლიო გადააგდე… გადავივლით შენს ბლოკირებას იცოდე, იმიტომ, რომ შენ შეეხე ჩვენს შვილებს, მათ მომავალს. შეეხე მხოლოდ იმიტომ, რომ შენი ფული და დაიცვა და შენი შვილები. წადი სანამდეც ამის შესაძლებლობა გაქვს. წესით უნდა ატყობდე უკვე რომ ახლოვდება ბოლო და ის როგორი იქნება შენზეა დამოკიდებული. ყველა მითი დაიმსხვრა რაც შექმენი და ფენიქსი არ ხარ. ერთი მელკი აფირისტი ხარ.”- წერს ნათია ჭკუასელი.