“ჩვენ რაც გავაკეთეთ რვა წელში, არის როგორც დღე და ღამე. იყო ღამე, გახდა დღე. მეორე, სასამართლოს გამჭვირვალობის, დამოუკიდებლობის კუთხით ვუსწრებთ ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანას. სასამართლოსადმი ნდობის მხრივ ჩვენ ვართ მოწინავე რიგებში ევროკავშირის მასშტაბით. აქედან გამომდინარე, რა კითხვები არსებობს? შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს რაღაც გარკვეული კითხვები და გაუგებრობა შეიქმნას. მე ვაძლევ პირობას ყველას, რომ ეს გაუგებრობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან აღმოიფხვრება”, – თქვა ღარიბაშვილმა.