ერთი წლის ბავშვი მანქანაში ჩაიკეტა და მაშველებს მის გამოსაყვანად საათნახევარი დასჭირდათ

დაახლოებით საათნახევარი იყო ერთი წლის ბავშვი ჩაკეტილი მსუბუქ ავტომანქანაში და მის გადმოყვანას ადგილობრივი მაშველები და საპატრულო პოლიცია ერთობლივი ძალისხმევით ამ დროის განმავლობაში ცდილობდნენ.

შემთხვევა ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთში, გურიის ქუჩაზე, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

როგორც “გურიის მოამბეს” თვითმხილველები ატყობინებენ, უკრაინელი ცოლ ქმარი ადგილზე სდავაჭროდ საკუთარი მანქანით მივიდნენ, გადმოსვლისას კი მანქანა ჩაიკეთა და მცირეწლოვანბი ბავშვიც მანქანაში ჩარჩა.

შემთხვევის შემსწრეებმა ჯერ პატრული შემდეგ კი მაშველები გამოიძახეს.

მაშველებმა შეძლეს კარების გაღება და ბავშვის მანქანიდან გამოყვანა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share