იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა:
„ჩვენ ვამბობდით 2020 წლის არჩევნებზე, რომ ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი დღისთვის. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ იგივე რისკები და კიდევ უფრო მომატებული საფრთხეებია, რომ ოპოზიციური ჯგუფები ახლაც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ემზადებიან არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, არამედ შემდგომი საბოტაჟისთვის, თუმცა ეს დასკვნა იქნება ნათელი მაგალითი.
უნდა დავიწყოთ საზოგადოებისთვის აბსოლუტურად ყველა დეზინფორმაციასთან დაკავშირებით სრულად ინფორმაციის მიწოდება. უნდა ვუთხრათ, რომ რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები ახლაც ემზადებიან არა არჩევნების დღისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი დღისთვის, თუმცა ეს არის უკვე კარგი ლუსტრაცია მათთვის. როგორც ჩვენმა საზოგადოებამ არ დაიჯერა, თითქოს არჩევნები რაიმე ფორმით გაყალბდა, დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება ასევე საღად გაანალიზებს ყველა მომდევნო არჩევნებს. დარწმუნებული ვარ, საზოგადოების მხარდაჭერით „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ მხარდაჭერას მოიპოვებს და ასეთ რადიკალურ ჯგუფებს შემდგომი მანიპულაციის მოხდენის საშუალებას არასოდეს მისცემს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც „2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ“