წულუკიანი მედიის დაცენზურების ინიციატივით გამოდის

ანუ ვიცე-პრემიერს სურს, რომ ჟურნალისტები “ქართული ოცნების” მიერ დაწერილი კანონებით გაკონტროლდნენ. ვინ ან როდის შეუსრულებს მეოცნებე წულუკიანი გეგმას – ჯერ უცნობია, მანამდე მმართველი გუნდის დეპუტატები დაჟინებით ცდილობენ მინისტრის ნათქვამს ახსნა და გამართლება მოუძებნონ.

ვიდრე სახელისუფლებო გუნდის ლიდერის მთავარი საფიქრალი ცენზურის დაკანონებაა, სამთავრობო ღონისძიებები ისევ გაძლიერებული დაცვის ფონზე მიმდინარეობს. ამჯერად ჟურნალისტები განათლების მინისტრის 10-წლიან განვითარების გეგმის მოხსენებაზე მიიწვიეს, მაგრამ ისევ კუთხეში მიიმწყვდიეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share