ამინდის გაუარესების მიუხედავად, აჭარის მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიციის აქციის მონაწილეები ისევ შეიკრიბნენ, თუმცა გუშინდელთან შედარებით, ნაკლები რაოდენობით.
როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ბონდო თედორაძე აცხადებს, აქციები გაგრძელდება 24 საათიან რეჟიმში, თუმცა დღეს უამინდობის გამო, სიტყვით გამოსვლები და განცხადებები არ გაკეთდება.
“ჩვეულებრივ ვიკრიბებით, თუმცა უამინდობის გამო, სცენას არ დავდგამთ, რადგან აპარატურა სველდება და შესაძლოა, დაზიანდეს, მწყობრიდან გამოვიდეს. ამიტომ, დღეს სიტყვით გამოსვლები არ იქნება.
ჩვენ ვიდგებით აქ, ვისაუბრებთ რიგ საკითხებზე და სავარაუდოდ, ხვალისთვის უამინდობისთვისაც ვიქნებით მზად. ყოველდღე შევიკრიბებით, სანამ ჩვენი ბრძოლა გამარჯვებით არ დასრულდება”- განაცხადა ბონდო თედორაძემ.
შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის სახლთან ცესკოს თავმჯდომარის გადადგომისა და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით მესამე დღეა გაერთიანებული ოპოზიცია აქციას მართავს.
მსგავსი სტატიები
- 55
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
- 48
კოვიდის ხასიათზე და პროფილაქტიკაზე, ძალიან ბევრი სტატია დავდე. ახლა ვაგრძელებ უამრავი ადამიანის მოთხოვნით. ყველა ვირუსი ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური თვისებებით იდენტური არიან. მაგრამ, განსხვავდებიან იმუნოლოგიური მექანიზმებით. კერძოდ, ანტიგენური ხასიათით. საერთოდ, ნებისმიერი ვირუსის პანდემია ძალიან სწრაფია. ერთნახევარი თვეც არ უნდა, რომ ნახევარ მსოფლიოს მოედოს. მთელს მსოფლიოს კი, რამდენიმე თვეში გადაწვდება. კორონა ვირუსი-…
- 46
ბახვის ვენახის კულტურა წინამდებარე კორესპონდენციას არა აქვს თვითმყოფადი, თეზისებრივი და დასკვნების მქონე ნაშრომის პრეტენზია. მემხოლოდ მოგახსენებთ მშრალ ფატებს და პირადი დაკვირვების შედეგებს, რომელიც სხვადასხვა დროს გურიაში ყოფნისას შევაგროვე. გურიაში მეღვინეობის შესწავლის მიზნით მე დაკვირვების საგნად შევარჩიე სოფელი ბახვი, რომელიც თავისი გარემოთი და პირობებით წარმოადგენს გურიის მეღვინეობის ცენტრალურ პუნქტს. I ქუთაისის…
- 45
ლევან სონღულაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომელმაც მოკლე პერიოდში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია დასავლურ სახელოვნებო წრეებში. ის დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი ნამუშევრები უკვე მსოფლიო სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ლევანი უორჰოლის დაარსებული “ნიუ-იორკის არტ-აკადემიის” პირველი ქართველი მაგისტრი გახდა. აკადემიის ცნობილმა გამოფენა-აუქციონმა – Tribeca Ball 2015-მა…