„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობს ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და ა.შ. წარმოიდგინეთ არც იმას აქვს მნიშვნელობა, რას ამბობენ ოპოზიციური პარტიის ლიდერები, მნიშვნელობა აქვს რას ამბობთ თქვენ, რამდენად გაბრაზებულები და ნაწყენები ხართ. მე მგონია, რომ თქვენი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებას ისე უნდა ეშინოდეთ, როგორც უნდა ეშინოდეს ბიძინა ივანიშვილს“,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვანის, სამტრედიის, ხონისა და წყალტუბოს ოლქში ნანუკა ჟორჟოლიანმა აქციაზე განაცხადა.
„ნებისმიერმა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, რომელ პოლიტიკურ ძალასაც არ უნდა წარმოადგენდეს ის, ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ თუ ახლა ბიძინა ივანიშვილთან ფლირტაობას გაბედავს პოლიტიკურ სანაგვეზე მოისვრით თქვენ“,- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.