სოციალურ ქსელ ფესიბუკში ახალი მედია პლატფორმა – Guria Times • გურია თაიმსი – გამოჩნდა რომელმაც საქმიანობა ოპოზიციურ, ოზურგეთის მერობის კანდიდატებზე, გია ცეცხლაძესა და კოტე შარაშენიძეზე ცილისწამებებითა და თავდასხმებით დაიწყო.
პლატფორმამ ფუნქციონირება 6 დღის წინ დაიწყო.
მასალების ერთი თვალის გადავლებითაც ნათელი ხდება რომ ის სახელისუფლებო კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის მხარდამჭერია, რადგან ამ მოკლე დროში მისი მხარდამჭერი რამდენიმე პოსტიც გამოჩნდა, ხოლო მის კონკურენტებზე აღნიშნული გაურკვევლი სახის საინფორმაციო ხასიათის პრეტენზიის მქონე გვერდი აშკარად სიცრუის ტირაჟირებას ახორციელებს.
მაგალითისათვის:
“ჩემთვის პატივია, რომ ის დღეს ჩვენთან ერთად, დღეიდან გააგრძელებს, ქვეყნის და სახელმწიფოს მსახურებას” – ამ სიტყვებით წარადგინა გიორგი გახარიამ ოზურგეთში მერობის კანდიდატად გია ცეცხლაძე, რომელმაც 3 თვეზე მეტია სახელმწიფო სამსახური მიატოვა და ოპოზიციაში გადაინაცვლა. საზოგადოებას დარჩა შთაბეჭდილება, რომ გიორგი გახარია მოერიდა გია ცეცხლაძეზე მეტის თქმას, რადგან მისთვის უკვე ცხადია, რომ ოზურგეთში გია ცეცხლაძეს მეოთხე ადგილისთვის მოუწევს ბრძოლა.
იმ შემთხვევაში, თუ “ნაციონალური მოძრაობა” და მისი ადგილობრივი გუნდი მოქმედ მერს – კოტე შარაშენიძეს დაუჭერს მხარს – შესაძლოა გიორგი გახარიას პარტიამ მესამე ადგილისთვის იბრძოლოს.
გია ცეცხლაძის სამუშაო გამოცდილებას და ბიოგრაფიას სხვა კანდიდატებთან ერთად, მომდევნო რეპორტაჟში შემოგთავაზებთ.
წერს გვერდი გუშინ, თავისთავად თუ რას ეფუძნება ფრაზა : “რადგან მისთვის უკვე ცხადია, რომ ოზურგეთში გია ცეცხლაძეს მეოთხე ადგილისთვის მოუწევს ბრძოლა” არანაირად არ არის ახსნილი.
მოქმედი მერის, რომელიც ამ დღეებში დარეგისტრირდა როგორც დამოიკიდებელი კანდიდატი, მომხრეებმა ეს გვერდი პირდაპირ სიცრუეში ამხილეს:
ოზურგეთის მოქმედი მერი კოტე შარაშენიძე, რომელიც ადგილობრივ არჩევნებში “ქართულ ოცნებას” და სახელისუფლებო კანდიდატს ავთანდილ თალაკვაძეს დაუპირისპირდება – სოფლების რწმუნებულებს ხვდება.
შეხვედრიდან მიღებული ინფორმაციით, მერმა სოფლის რწმუნებულები გააფრთხილა, რომ “სხვა თამაში არ გაბედონ” და არჩევნებში ავთანდილ თალაკვაძის მხარდაჭერისგან თავი შეიკავონ. მან რწმუნებულებს კამპანიაში პირდაპირი დახმარება და მუშაობა დაავალა და უთხრა, რომ ამ დავალებას მკაცრად გააკონტროლებს. აღნიშნულმა მიმართვამ რამდენიმე რწმუნებულის უკმაყოფილება და წინააღმდეგობა გამოიწვია, ხოლო ორმა მათგანმა მზადყოფნაც გამოთქვა თანამდებობის დასატოვებლად. კონსტანტინე შარაშენიძე შეხვედრის მონაწილეებს არწმუნებდა “რომ ხელისუფლების მხარდაჭერა მასაც აქვს”, თუმცა კოლეგებმა მას მოსთხოვეს, ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული მხარდამჭერი განცხადება უნდა გაკეთებულიყო.
არ არის გამორიცხული, ზეწოლის შემდეგ, რწმუნებულთაგან რამდენიმემ, მოქმედი მერის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანონ, რაც მისი კამპანიიდან მოხსნის საფუძველი შეიძლება გახდეს.
წერს გვერდი და ირკვევა რომ დღეს არანაირ შეხვედრაში შარაშენიძეს მონაწილეობა არ მიუღია და ის შვებულებაში იმყოფება ხოლო მისი ფოტო შარშანდელია და არ ასახავს რეალობას.
ამ გვერდიდან შესაძლოა გამოვიტანოთ დასკვნა რომ სახელისუფლებო კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის პიარ კამპანია ძირითადად ასეთი სახის ფეიკ ნიუსებზე და რეალობიდან შორს მდგარ “ფაქტებზე” დაყრდნობით წარიმართება.
მომხდარს მერიის პრესსამსახური უმალ გამოეხმაურა:
რატომ ავრცელებთ დეზინფორმაციას? ეგ გასული წლის 7 აგვისტოს გადაღებული ფოტოა, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის გვერდიდან მოგიპარავთ. აი ბმულიც https://m.facebook.com/media/set/?set=a.770689353677164… არ შეიძლება ასე არა! დღევანდელი შეხვედრის ფოტო დადეთ აბა სასწრაფოდ!
წერს ეკა მგელაძე, მერიის პრეს სპიკერი.
რაც შეეხება გია ცეცხლაძის შტაბს, მათ ჯერ მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.