ამცრელი ბრიგადები სახლში მივლენ იმ მოქალაქეებთან, ვისაც თავად გადაადგილება არ შეუძლია

ქვეყანა პანდემიის პირისპირ. კლინიკებში თავისუფალი ადგილები ზღვარზეა, ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. დღეს რეგიონებში მობილურმა ჯგუფებმა დაიწყეს მუშაობა. ამცრელი ბრიგადები სახლში მიდიან იმ მოქალაქეებთან, ვისაც თავად გადაადგილება არ შეუძლია. პარალელურად დღეიდან სოფლის მოსახლეობას უკვე შეუძლია აიცრას წინასწარი ონლაინ რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგით.

შესაბამისი კაბინეტები სოფლების ამბულატორიებში ეტაპობრივად ეწყობა.

სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის შესახებ განკარგულება ქვეყნის მთავრობამ დღეს გასცა. დოკუმენტის მიხედვით მოსახლეობის აცრით უზრუნველყოფა ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებსა და ვაქცინის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებს დაევალათ.

მთავრობის დღევანდელი დადგენილების მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში სოფლებში აცრების პუნქტების მოსაწყობად საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობების გამოყოფა განათლების სამინისტროს, ხოლო აცრების წარმოებისთვის დამატებითი სამედიცინო პერსონალის გამოყოფა თავდაცვის სამინისტროს დაევალა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share