სულ მეგონა, რომ აცრით დაჩიპვა ისეთი იდიოტობააა თავში აზრად როგორ უნდა მოგივიდეს. თუმცა ამ იდეის შესაძლებლობის მომხრეთა რიცხვი იმდენად დიდია ცოტა ეჭვი შემეპარა საკუთარ რწმენაში.
და გადავწყვიტე ჩემი, შეიძლება მწირი, მაგრამ საკმარისი, ცოდნით გავაანალიზო სიტუაცია.
მაშ ასე, როგორ შეიძლება ადამიანის აცრით დაჩიპვა?
თანამედროვე ტექნოლოგიების პირობები არსებობს სამი ფანტასტიკურ – თეორიული შესაძლო ვარიანტი:
1. თხევადი ჩიპი უნდა შევურიოთ სავაქცინე სითხეს და ასე შევუშვათ ადამიანის ორგანიზმში.
2. მყარი, ნანოზომის ( ანუ ისე პატარა, რომ მიკროსკოპის გარეშე დაუნახქვი) ჩიპი შევუშვათ ვაქცინასთაან ერთად ორგანიზმში სადაც ის დარჩება.
3. შევქმნათ თხევადი სუბსტანცია, რომელსაც ექნება უნარი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ გამოიწვიოს მასში ჩიპის “გაზრდა”.
სხვა ალტერნატივა არ არსებობს.
მოდი ეხლა ერთად განვსაჯოთ სამივე ალტერნატივის შესაძლებლობა. ამისათვის ჯერ გავიხსენოთ რა არის ჩიპი.
ჩიპი ეს არის ტრანზისტორების, წინაღობების, დიოდების, და ა. შ. კასკადი, ერთობლიობა. თუ ამას გავითვალისწინებთ პირველი და მესამე ვერსია მაშინვე გამოირიცხება, რადგან ტრანზისტორი რომელიც სილიკონისგან ( მარტივად რომ ვთქვათ სილისგან) კეთდება ვერანაირად ვერ იქნება თხევადი და რომც მოხდეს სასწაული და ასეთი რამე შეიქმნას ის ორგანიზმში დიდხანს ვერ გაჩერდება, რადგან ორგანიზმი მას სხვა სითხეს თან ერთად გამოდევნის.
რაც შეეხება მესამე ალტერნატივას აბსურდია, რადგან ორგანიზმს არ აქვს უნარი საკუთარ გარემოში შეექმნას ჩიპის მსგავსი კონსტრუქცია, რა კოდიც არ უნდა მივაწოდოთ მას.
გვრჩება ყველაზე რეალისტური მეორე ალტერნატივა – მიკრო ზომის ჩიპი რომელსაც ნემსით შევიყვანთ ორგანიზმში.
რა ზომის უნდა იყოს ასეთი ჩიპი? საინექციო ნემსის გარე დიამეტრი 0.3 მილიმეტრია. შიდა ზუსტად არ ვიცი, მარა პროპორციული მიახლოებით 0.15 მმ უნდა იყოს. დღემდე შემნილი მიკროჩიპებიდან ყველაზე პატარა 1 კუბური მილიმეტრია. ანუ სადღაც 7 ჯერ დიდია იმაზე რაც გვინდა. თანაც გასათვალისწინებელია რომ ეს მოწყობილობა ელემენტარულ ფუნქციებს ასრულებს და მას თან კომუნიკაცია დისტანციიდან შეუძლებებლია. ამას თან ცოტა ბიოლოგიას თუ მოვიშველიებთ ჩიპმა რომ ტვინს სიგნალები მიაწოდოს ის ან ტვინში უნდა იყოს ან გარკვეულ ნერვებთან.
რაც შეუძლებელია, რადგან ნემსი ხელზე კანქვეშ კეთება. ყველაფერს, რომ თავი დავანებით, ადამიანს ჩიპით, რომ რამე გააკეთებინო ის უნდა იცოდე ტვინის რომელ სეგმენტზე და როგორ უნდა იმოქმედო.
მსგავსი ცოდნა და ტექნოლოგიები ჯერ არ არსებობს.
როდესღაც ალბათ იარსებებს ადამიანისთვის სასარგებლო მსგავსი პროდუქტები. მას ჩვენი შვილიშვილები და მათი შვილები შექმნიან.
თუმცა იმისათვის, რომ შვილიშვილები და მათი შვილები გვყავდეს მიდებ- მოდებას თავი უნდა დავანებით და ავიცრათ. სანამ გვიან არ იქნება.
ვაჟა სალამაძე