დღეს იმ ადამიანის დაბადების დღეა, ვისაც ყველაზე მეტად ვგავარ ხასიათით და ვინც ყველაზე მეტად ნერვიულობს ჩემს გარშემო – ჩემზე.
იმ ადამიანის დაბადების დღეა, ვინც მომწერა ცნობილი მესიჯი – „ბრძოლა ბოლომდე“.
თუმცა, თავიდან ასე სულაც არ იყო. სწორედ დედაჩემი იყო, ვისაც დიდ შეცდომად მიაჩნდა ჩემი პოლიტიკაში ჩართვა და წლების განმავლობაში სულ დარდობდა და თითქმის ყოველდღე მსაყვედურობდა ამ ნაბიჯის გადადგმის გამო. დიახ, დედა არც ჩემს პოლიტიკაში ჩართვას უჭერდა მხარს და არც იმ პარტიას, რომელსაც მე შევუერთდი.
დიდი ხნის მანძილზე ვკამათობდით, ვერ ვთანხდებოდით, მერე და მერე, როცა ეს დაუსრულებელი კამათი მომაბეზრებელი და დამღლელი გახდა, გადავწყვიტეთ პოლიტიკაზე ერთმანეთთან საერთოდ არ გვესაუბრა.
ამის შემდეგ, რა გასაკვირია რომ გამკვირვევებოდა ის მესიჯი, რომელიც მე შარშან, 1 ნოემბერს, ყველაზე რთულ დღეს მომწერა – „ბრძოლა ბოლომდე“.
თუ რამემ ძალა შემმატა იყო დედის ეს მხარდაჭერა. დღეს იმდენად აქტიური მხარდამჭერია ჩემიც და ოპოზიციისაც, რომ უკვე მჯერა – არ არსებობს ამომრჩეველი, რომლიც დარწმუნებაც შეუძლებელია
ვულოცავ დედაჩემს დაბადების დღეს და მინდა ძალიან ბევრჯერ მქონდეს ეს ბედნიერება -დიდხანს მყავდეს და კიდევ მრავალჯერ მიმელოცოს!
მინდა ყველას დედას ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ნაკლები დარდი!
ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია “ფეისბუქ”გვერდზე დედას დაბადების დღეს ულოცავს.