საველე ჰოსპიტალების საჭიროება დგება მაშინ, როდესაც ქვეყანაში დაავადებული ადამინების რაოდენობასა და ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობებს შორის დისბალანსი ხდება. არავინ იფიქროს, რომ საველე ჰოსპიტალში მძიმე პაციენტს მოათავსებენ, ეს არის მხოლოდ იმ ადამიანებისთვის განკუთვნილი, რომლებსაც მინიმალური დახმარება სჭირდებათ, ოღონდ მათი მოთავსება და სახლში დარჩენა საშიშია, ანუ ჟანგბადის მიწოდება სჭირდებათ – საველე ჰოსპიტალი საერთოდ ამას ემსახურება და ეს არის ერთადერთი გამოსავალი.
ძალიან სამწუხაროა, პანდემიდან წელიწადნახევრის შემდგომ, რომ გვჭირდება ამ ტიპის ჰოსპიტლების გაშლა. დერეგულაციის განხორციელება არასწორ დროს და არასწორ ადგილას მოხდა. როცა ვირუსის „დელტა“ ვარიანტი გვიტევდა და მეორეს მხრივ ვაქცინაციის მაჩვენებელი 2-3% იყო, მსგავსი პრეცენდენტი მსოფლიოში არ მომხადარა. 30% მაინც უნდა იყოს აცრილი, რომ დერეგულაცია და სრული ლიბერალიზაცია გამოაცხადო. ძალიანც ცუდია ის რაც მოხდა, მაგრამ გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, ჯერჯერობით საველე ჰოსპიტალის მოწყობა სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან სახლში ვერ დავტოვებთ ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებს. იმედია არ დაგვჭირდება საველე ჰოსპიტალი. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იყო მზაობისთის საველე ჰოსპიტალი, ბრიტანეთიდან დაწყებული ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ ბევრ ქვეყანას არ დასჭირდა და ჩვენ ვისურვოთ, რომ პირბადე და ვაქცინა გავიკეთოთ, ამ ზომამდე არ მივიყვანოთ ჩვენი სიცოცხლე და ავიღოთ პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.