ალიხანოვ ავარსკის სისხლიანი შემოსევის შემდეგაც გურიის დამორჩილება ბოლომდე მაინც ვერ მოხერხდა. ხალხი მთავრობასთან აშკარა დაპირისპირებაზე აღარ მიდიოდა, მაგრამ პასიური წინააღმდეგობა ისევ ძალაში რჩერბოდა. 1906 წლის იანვრის ბოლოს გურიის 25 საზოგადოებიდან მთავრობის ერთგულებაზე მხოლოდ ექვს საზოგადოებას ჰქონდა მიღებული ფიცი. მაგრამ ერთგულებაზე დაფიცება სოფელს არ შველოდა და მათ დამსჯელი რაზმი ისევე ექცეოდა, როგორც ,,დაუფიცავებს.”
ერთი მელექედურელი ქალი ,,ცნობის ფურცლის” კორესპონდენტს მის თავს დამტყდარი უბედურების შესახებ მოუყვა: ,,…დაწვას სულ არ მოველოდი, დაფიცებული ქე ვიყავით ერთგულებაზე და რა ვიცოდი მე უბედურმა, მაინც თუ დამწვავდნენ. საღამოს… თერთმეტი კაზაკი დევინახე. მეც მომადგნენ კარზე და… საჭმელი მოითხოვეს… ჩვენ ვახშმათ ლობიე და მჭადი გვქონდა, მარა იგინიზა შენახული ხორცი მქონდა. გამოვიღე და მივართვი, ღვინო, ცხელი მჭადი… აფერი დამიკლია… ეგერ მიღმა დაჯდენ და დეიწყეს ჭამა, კიდევაც ათავებდნენ, რომ საცხაიდან მოარდა დაკაპიწებული ერთი კაზაკი, შამოურბინა სახლს და გუუქნია სფიჩქა ,,ნაბურავში” ცეცხლმა იბდღიალა და ავარდა ზეით. მაშინათვე მე მივაშურე შვილებიანა, ერთმა ჩემმა შვილმა კიბე მუარბენია, მიიდგა, უნდოდა ჩამიეძრო ისლი, მარა სწორედ ამ დროზე მუარდა აი თერთმეტი ნავახშმევი კაზაკები და ჩამოათრიეს ძირს. ჩემმა მეზობელმა ბრმა კაცმა მუაშურა, უნდოდა რაცხა მომხმარებოდა, მარა ერთმა კაზაკმა იშიშვლა სატევარი და გამოეკიდა ამ ბერიკაცს. იმის შიშმა ცალკე მომკლა მე უბედური, მარა რას ვიზამდი, კივილის მეტს? …დამჯდარი ბატი მყავდა, იმას მაინც გადავარჩენდი, რომ იმის სიცოდავემ მომკლა. ამ დროზე გევიხედე, რომ კაზაკს დუუგდია მიწაზე ჩემი უნცროსი ბაღანა, და დუუბიჯებია მუხლი გულზე… დედავ, თვალი რეიზა არ დამეფსო მე საცოდავს, ამის მაყურებელს… ჩემი სახლი, ჩემი სიყმის ნაკტავ-ნანწვავ რაფერ ჩამოხვავდა, თათარს და ურიას შეებრალებოდა. ნახევარ საათში გაქრა… საღორეც-კი დამიწვეს… ახლა სხვისას ვაგდივარ…”
ვისაც გგონიათ რომ გადარჩენის ხაზი რუსეთისკენ გადის, ვაი თქვენს პატრონს და თქვენი დედაც და მამაც, როგორც თავის დროზე რომ გაგავქრეს მსოფლიო რუკიდან იგივეს გაგვიკეთებენ, გაგვანადგურებენ და მერე იძახეთ ქართველობას რაფერ გვართმევენ!
ირაკლი მახარაძე