აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი დაატყდება თავს

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი „ჰენრი“ დაატყდება თავს.BBC-ის ინფორმაციით, ქარიშხალი ნიუ-იორკის ლონგ-აილენდს რამდენიმე საათში მიაღწევს.

საფრთხის გამო ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამ დროისათვის ქალაქში ქარის სიჩქარე 120 კმ/სთ-ს აღემატება.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ამ ნაწილში ქარიშხლები საკმაოდ იშვიათია.

“ჩვენ ეს ქარიშხალი ძალიან სერიოზულად უნდა მივიღოთ. ქარიშხლის შედეგად წარმოქმნილ ძლიერ ქარსა და წვიმას სერიოზული ზიანის გამოწვევა შეუძლია“, – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს ადმინისტრატორი დეან კრისველი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share