“ამათ რომ შეავლეს ხელი, მერე დაიკლო” _ გურიაში თხილის ფასი დაეცა

გურიაში თხილის ფასმა საგრძნობლად დაიკლო. ბოლო ერთ თვეში, გურულების პრაქტიკულად ერთადერთი მარჩენალი _ 1 კილოგრამი თხილის ფასი 3 ლარამდე ჩამოვიდა. არადა, ჯერ კიდევ 20 დღის წინ ე.წ. გულშიშველა თხილის ფასი 4 ლარს შეადგენდა.

ფასისკლება მოხდა “ბერძნულა” თხილზეც, რომლის ფასი დღეს 3 ლარსა და 50 თეთრს შეადგენს.

ამათ რომ შეავლეს ხელი , მერე დაიკლო გურიაში თხილმა 1 ლარით, ყველა ღამე აწვიმს და შავდება. გააძლიერეთ “თვალწაკრულის” ლოცვა თუ იცით ვინმემ.
აი ამბავი რაფერ დაგვემართა აა? უწინ გურიაში მოსავალი კაი თვალის და ხელის ადამიანს უნდა ენახა…
გააძლიერეთ ლოცვები , თვარა აყვავდა კი არადა, გადაჭკნა ჩვენი ოჯახების ეკონომიკა”, _ წერს სოციალურ ქსელში ოზურგეთელი ირმა გორდელაძე და პრემიერის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ფოტოს აქვეყნებს, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ თხილის ფასის მატებასაც კი აანონსებდნენ.
გორდელაძე აღნიშნავს, რომ ოჯახების 90% გურიაში დამოკიდებულია თხილის მოსავალზე, რომელიც წელს ხარისხიანია:
ოჯახების 90% გურიაში დამოკიდებულია თხილის მოსავალზე. მოსავალი ხარისხიანია, იბრძოლა ამისთვის ხალხმა, მოუარა, შეწამლა და როცა ასე კატასტროფულად ვარდება ფასი, ამას გამართლება არ ააქვს.
ხარისხიან თხილს შესაბამისი ფასი უნდა დაედოს. მეც დამოკიდებული ვარ თხილის მოსავალზე და ეს განუკითხაობა, გულგრილობა მაწუხებს და პირადად მეხება,” _ წერს გორდელაძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share