ამონარიდი შალვა ქიქოძის წერილებიდან-ირაკლი მახარაძე

ამონარიდი შალვა ქიქოძის წერილებიდან:
პარიზი, იანვრის 16, 1920
… ჩვენს დამოუკიდებლობის აღიარებას უფრო სხვა, ღრმა, სარჩული უდევს, ვიდერ მარტოდენ სიმპატია ჩვენი რესპუბლიკისადმი. რუსეთის ფრონტის მოხაზულობამ ჩაადენინა ეს ანტანტას. ეს ცხადია, ყოველ შემთხვევაში, ფაქტი ღრმა არის და ჩვენ, ალბათ, გამოვიყენებთ ამას, თუ ბოლშევიკებს გადავურჩით.
პარიზი თებერვლის 3, 1921
_ეხლა თავი მაღლა გვაქვს აწეული და აღარავის გავურბით. არც საქართველოზედ საუბარის გვეშინია. წინათ, მაგალითად, რუსებს გავურბოდი, რადგან ყოველი მათი შეხვედრა საკბენათ და საჩხუბრათ მამზადებდა. ეხლა კი პირიქით, დავეძებ მათ, რომ მათთან ლაპარაკის დროს სიმშვიდე გამოვიჩინო.
…ჩვენი მოსპობა ეხლა, მე მგონია, თითქმის შეუძლებელია მისთვის, რომ ხალხი ბრძოლით მოპოვებულ უფლებას უბრძოლველათ არასდროს ჰკარგავს. ჩვენი უფლება კი ნამდვილი, შეუდარებელი, წმინდა ბრძოლით არის მოპოვებული. ეს უფლება საქართველოს შვილია, ნამდვილი სიმწრით გადარჩენილი შვილი, და, აბა, რომელი დედა დასთმობს თავის პირმშო შვილს?
შეიძლება იყოს შემდეგის ილუსტრაცია: 1 ადამიანი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share