რა პირობით განახლდება სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში 4 ოქტომბრიდან

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, 4 ოქტომბერს სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში იმ ქალაქებსა და სოფლებში გაგრძელდება, სადაც ინფიცირების მაჩვენებლი 4%-ზე დაბალი იქნება.

“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვექნება დიფერენცირებული მიდგომა. ეს გულისხმობს შემდეგ, რომ იმ ქალაქში ან სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ქვემოთ, იქ სწავლა განახლდება უკვე საკლასო ოთახებში და შესაბამისად აუდიტორიებში. ხოლო იმ ქალაქებში და სოფლებში სადაც 4%-ზე მაღალი იქნება მაჩვენებელი, გაგრძელდება კვალვ დისტანციურ ფორმატში”, – თქვა ჩხენკელმა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share