“”ეს არის “კლინიკური იდიოტიო”-ო…მითხრა ბრიუსელში ევროკომისიის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალჩინოსანმა ღარიბაშილზე”-მიხეილ სააკაშვილი

“დაწყებული ავღანეთიდან და ამერიკიდან, დამთავრებული ევროპიდან, ყველა ჩემი კონტაქტი უცხოელებთან იყო მცდელობა ქართველების დახმარების, რომელშიც ესენი მიშლიან ხელს.
ვუშოვე ვაქცინები ევროპაში – ამათ დარეკეს, არ გვინდაო თავი დაგვანებეთო…
ვუშოვე თვითმფრინავები ხალხის ევაკუაციისთვის – გახარია იყო მაშინ პრემიერი და უთქვენდაც ყველაფერს გავაკეთებთო…
რაში სჭირდება ჩემი მცდელობა იმას, რომ ამათ შეუჩერონ დახმარება?
ღარიბაშვილის დანახვა საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ ყველას ჩამოუყალიბდეს თავის აზრი.
ბოლო ერთ-ერთი ვიზიტის დროს, ბრიუსელში ევროკომისიის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალჩინოსანმა მითხრა ღარიბაშვილზე, რომ ეს არის “კლინიკური იდიოტიო”-ო.
ორჯერ გაზარდეს ვალი!
ორჯერ გაზარდეს უმუშევრობა!
ორჯერ გაზარდეს სიღარიბე და მეტჯერ..
რა თქმა უნდა ეს დახმარება ამათ არ უნდა მიიღონ, რადგან მთლიანად მიდის მათ ჯიბეებში და არაფერი არ აღწევს ქართველ ხალხამდე!
ესენი ცდილობენ ჩვენ საბოლოოდ ჩამოგვაშორონ ევროპას და გვაქციონ რუსულ ჭაობად – საქართველო იქნება წარმატებული, განვითარებული, ევროპული ქვეყანა და ჩვენ ყველანი ამას მივაღწევთ.
“დარჩა ამოძუებული…
მაგრამ აღარ გაიტეხა
კუდიანმა ვითომ გული
და ურცხვად ეს დაიკვეხა:
რომ არ ვსჭამე, კარგი ვქენი,
გეფიცებით შვილებსაო:
მკვახე იყო ის ყურძენი
და მომკვეთდა კბილებსაო!”
P.S.
ლექსი შეიძლება ბოლომდე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ძირითადად მახსოვს, ამდენი ათწლეულების შემდეგ და ამათ არც არასდროს უსწავლიათ”.-  საუბრობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვაში .
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share