ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, კახა ასკურავა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე “ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მისამართით განხორციელებულ თავდასხმებსა და მათი ოფისების დარბევის შემდეგ, პარტიის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის მიერ მისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილს ავრცელებს და წერს:
“შემთხვევით წავაწყდი.დიდი ხომ არაფერი, მაგრამ ეს იმ მომენტშია გამოგზავნილი როცა ენმ-ს წევრობა და მითუმეტეს მისი ხელმძღვანელობა ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების უსაფრთხოებისთვის იყო საშიში. ძალიან დიდი შეგულიანება და გამხგევება იყო ჩვენი, როცა დაჭერით და ფიზიკური განადგურებით გვემუქრებოდა ოცნების ხელისუფლება.ნამდვილად არ იყო საუკეთესო დრო ენმ-ისთვი, მაგრამ იყო სწორი მართვა და მენეჯმენტი”-წერს ასკურავა.