არსებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირები წარსულში ერთმანეთს იცნობდნენ. საქართველოს მოქალაქე მამაკაცმა უცხო ქვეყნის, კერძოდ ბელარუსის მოქალაქე ქალს სხეულზე დაზიანება მიაყენა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
დაშავებული ქალი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბათუმის ბულვარში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 19.108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ადგილზე სამართალდამცავები რჩებიან, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.