საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ირინა სარიშვილი “ფეისბუქის” პირადი გვერდზე წერს:
მათთვის, ვინც მართლა პრინციპულად არ იცრის, ეს არაფერს შეცვლის – პირიქით, კიდევ უფრო დააეჭვებს მასონთა სატანურ შეთქმულებაში, ხოლო ისინი, ვინც ყოყმანობდნენ და ეხლა ლატარეის ხათრით შეიძლება გადაიფიქრონ, პირველ რიგში, შეეცდებიან ყალბი ცნობის გაკეთებას, რაც კიდევ ერთი კორუპციის წყარო გახდება.
ქვეყანაში არ არის საკმარისი ჟანგბადი;
არ არის საკმარისი წამლები;
გათანგულ ექიმებს გროშებს უხდიან;
აღარ არის უფასო ტესტები და სავარაუდოდ, აღარც აცრა იქნება უფასო ახლო მომავალში…
აი, ასეთ დროს ფულის ყრა ამ მარაზმში არის ადამიანებისთვის სულში ჩაფურთხება!
აიცერით ხალხო, სანამ ჯერ კიდევ უფასოა ვაქცინა!
დღეს სიცოცხლე არჩიეთ, დაქირავებული ტროლი ანტივაქსერების მიერ 20 წლის შემდეგ “ნაწინასწარმეტყველებ” მომავალს!”, – წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.