“მოატყუეთ, რომ გეშინიათ, გამოართვით, რასაც მოგცემენ, შემოხაზეთ ნებისმიერი, გარდა 41-სა, რომ დამთავრდნენ”…

“მთავარი იარაღი, რაც არის თქვენს ხელში, ეს არის თქვენი ხმა. 2 ოქტომბერს არ დაიზაროთ, როგორც არ უნდა შეგაშინონ, მოატყუეთ, რომ გეშინიათ, რაც არ უნდა შემოგთავაზონ, გამოართვით ნებისმიერ რამ, როგორც არ უნდა დაგემუქრონ, აჩვენეთ, რომ ვითომ შეშინებული ხართ, მაგრამ 2 ოქტომბერს მიდით და შემოხაზეთ ნებისმიერი პარტია, გარდა 41 ნომრისა, რომ დამთავრდეს და არჩევნების შემდეგ, როდესაც ჩვენ გავალთ ხელახალ არჩევნებზე, ეს ხელისუფლება შეიცვლება ყველა შემთხვევაში მომავალ წელს და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პირველი, რაც უნდა დაინგრეს, არის სუს-ი, უნდა დაინგრეს, ისევე, როგორც შესაცვლელია სასამართლო სისტემა და შინაგან საქმეთა სამინისტრო. არ შეიძლება, ამ ქვეყანაში მოსმენები გრძელდებოდეს და ადამიანებს ეშინოდეთ თოფიანი ხალხის და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ვინც ამის წინააღმდეგ წავა, ის იქნება პირველი ნაბიჭვარი”.

თქვა გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ოპოზიციის ლიდერების საერთო ბრიფინგზე.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ აყურადებენ და უთვალთვალებენ სასულიერო პირებს, დიპლომატებს, ჟურნალისტებსა და პოლიტიკურად აქტიურ პირებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share