კანარის კუნძულებზე ვულკანმა 100-მდე სახლი გაანადგურა, ლავამ, შესაძლოა, ოკეანემდე მიაღწიოს

ანარის კუნძულ ლა-პალმაზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 100-მდე სახლი განადგურა, ევაკუირებულია 5 500 ადამიანი.

მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ლავა ატლანტის ოკეანემდე მიაღწევს. კანარის ვულკანოლოგიის ინსტიტუტში აცხადებენ, რომ როდესაც ეს მოხდება, ჰაერში, შესაძლოა, ტოქსიკური აირების ღრუბელი წარმოიქმნას.

ლა-პალმას კუნძულზე ვულკანმა ამოფრქვევა კვირას დაიწყო. ეს კუნძულზე ვულკანის მერვე ამოფრქვევაა ზოგადად და პირველია 1971 წლის შემდეგ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share