“კაცი ჩამოვიდა, ყოველგვარი სისხლის დაღვრის გარეშე…შევიდა ციხის საკანში, ამას დაფასება უნდა”-ანზორ მელია

ანზორ მელიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც დაბრუნდა და ციხეში ყოველგვარი ხმაურის გარეშე შევიდა, ხალხი გვერდში უნდა დაუდგეს.

“კაცი ჩამოვიდა, ყოველგვარი სისხლის დაღვრის გარეშე შევიდა ციხის საკანში, ამას დაფასება უნდა და ჩვენ, ქართველი ხალხი, გვერდით უნდა დავუდგეთ. მთელმა საქართველომ უნდა ამოიღოს ხმა, ასე გაგრძელება შეუძლებელია. ასე საქართველო განადგურდება. არ მინდა მე რუსეთი, რუსეთი ოკუპანტია”, – აღნიშნა ანზორ მელიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share