კორონავირუსის მკურნალობაში ჩართული მედიკოსებისთვის ხელფასებზე დანამატების გაცემის პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება

კორონავირუსის მკურნალობაში ჩართული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის ხელფასებზე დანამატების გაცემის პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ბიუჯეტი უკვე მომზადებულია და პროცესი სავარაუდოდ, ორშაბათიდან დაიწყება.

„დადგენილებაში მკაცრად არის გაწერილი, რომ ეს პროცესი წარიმართება 3000 საწოლზე პირველადი, საწყისი ეტაპისთვის. გაიყოფა მომუშავე ჯგუფებად ექიმები. ეს იქნება რეანიმაციის საწოლებზე 70 სამუშაო ჯგუფი, ხოლო თერაპიულ საწოლებზე იქნება 120 სამუშაო ჯგუფი, შესაბამისად 600 იქნება რეანიმაციის საწოლი, 2 400 თერაპიული საწოლი. ამ ჯგუფებში განისაზღვრა მომუშავეთა რაოდენობა. ესენი არიან რეანიმატოლოგები, ზოგადი და თერაპიული ნაწილის ექიმები, ინფექციონისტები, უმცროსი ექიმები, ექთნები და სანიტრები. შესაბამისად, მათთვის იქნება დანამატის სახით მიცემული 50 პროცენტი ხელფასის შესაბამისად. ხელფასის საერთო დონეც აღებულია დღეს ბაზარზე არსებული საშუალო ანაზღაურების, ამა თუ იმ პროფილის ექიმზე გაცემული თანხის ოდენობით. მაგალითად, რეანიმატოლოგისთვის ეს იქნება საათში რვა ლარი, ექთნისთვის იქნება საათში სამი ლარი. საბოლოო ჯამში, თითო რეანიმატოლოგზე იქნება, დაახლოებით 1 440 ლარის ფარგლებში დანამატი. ეს დანამატი იქნება ყოველთვიური და გაგრძელდება პანდემიის დასრულებამდე. ბიუჯეტი მომზადებულია, ეს იქნება თვეში სავარაუდოდ სამი მილიონის ფარგლებში. რაც შეეხება დაწყების დროს, ეს იქნება უახლოეს დღეებში, როდესაც უკვე მომზადდება, გაეგზავნება მთავრობას და შესაბამისად, გვექნება მთავრობის დასტური. სავარაუდოდ, ორშაბათიდან ეს პროცესი ამოქმედდება“, – განაცხადა წოწკოლაურმა.

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის მართვაში ჩართულ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხელფასი 50 პროცენტით გაეზრდებათ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 64
    კედლის მხატვრობა Associò, ცხოვრება და შემოქმედება- მხატვარი ლევან სონღულაშვილილევან სონღულაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომელმაც მოკლე პერიოდში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია დასავლურ სახელოვნებო წრეებში. ის დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს.  მისი ნამუშევრები უკვე მსოფლიო სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ლევანი უორჰოლის დაარსებული “ნიუ-იორკის არტ-აკადემიის” პირველი ქართველი მაგისტრი გახდა. აკადემიის ცნობილმა გამოფენა-აუქციონმა – Tribeca Ball 2015-მა…
    Tags: და
  • 56
    TDI: სახელმწიფომ ვერ დაიცვა რელიგიის თავისუფლება, პანდემიის ფონზე იმატა სიძულვილის ენამადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, TDI საქართველოში რელიგიის თავისუფლების, ქსენოფობიისა და მიგრანტთა უფლებების საკითხებს აფასებს. TDI-ს ინფორმაციით, 2020 წელი ადამიანის უფლებებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის კუთხით გამორჩეულად პრობლემური იყო - კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემია და მისი შედეგები განსაკუთრებულად მწვავედ მოწყვლად ჯგუფებზე აისახა და შექმნილმა ვითარებამ ადამიანის უფლებების…
    Tags: და
  • 53
    "ტირილი"- ნიკიტა თალაკვაძის "მოქალაქე მღვდლის დღიურიდან"ნაწყვეტი ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, რომელიც გამოაქვეყნა ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა 2013 წელს. „ტირილი“ გურიაში ძველად „ტირილი“ დიდის ამბით ტარდებოდა. მიცვალებულის ნათესაობა სატირლად მოდიოდნენ „ზარით“, რჩეულ-რჩეული საპატიო მხლებლებით, ცხენებით (თუ შორიდან მოდიოდნენ) ან ქვეითად, დიდი კელაპტრით (სანთლით) ხელში და ზოგჯერ თავის მღვდლითაც კი. იმავ სოფლის ნათესავ-მეზობლები საგანგებო დარიგებული ბარათებით იყვნენ…
    Tags: და
  • 52
    1819-20 წლების იმერეთ-გურიის საეკლესიო აჯანყებაეკლესიური მონობა ყველა მონობაზე უარესია - კირიონ მეორე  1817 წელს საქართველოს ეგზარხოსად მიტროპოლიტი თეოფილაქტე რუსანოვი დაინიშნა, რომელმაც 1811 წელს აღმოსავლეთ საქართველოში დაწყებული საეკლესიო რეფორმა 1819 წელს იმერეთში გააგრძელა. რეფორმა ქართული ეკლესიის რუსულ ეკლესიასთან სრულ მიერთებას გულისხმობდა. ვასილი პოტო რუსანოვის დანიშვნას ასე აღწერს - „ერმოლოვის კავკასიაში დანიშვნისთანავე საქართველოს ეგზაროსად დაინიშნა ცნობილი…
    Tags: და