ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შარშანდელისგან განსხვავებით, კორონავირუსი წელს დასუსტებულია და შეინიშნება მოქალაქეების ორმაგი ინფიცირება.
“ამ ეტპაზე კოვიდი შედარებით დასუსტებულია და აქედან გამომდინარე სხვა ვირუსებიც უკვე სახეზეა და მათი ერთმანეთთან თანდებით უკვე შეინიშნება ორმაგი ინფიცირება მოსახლეობის. რა თქმა უნდა ქვეყანა ამისთვისაც არის მზად, მკურნალობა ტიპიურია და სიმპტომურად მიმდინარეობს, საწოლფონდის მიხედვით ქვეყანა ამისთვისაც მზადაა”, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციისკენ. ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო სეზონური გრიპების 200 000 ვაქცინას შეიძენს.