”ბავშვებს შევხვდით მე და მამუკა ხაზარაძე და უბრალოდ, ვეთამაშეთ ბავშვებს. არც გამხსენებია კალაძე იმ მომენტში. სიმართლე გითხრათ, რაც კალაძეს გაუკეთებია, ძალიან გამიკვირდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, შეიძლება მილანშიც იცხოვრო, სხვა ქალაქებშიც იცხოვრო, მაგრამ მაინც ის დარჩე რაც ხარ რაა”. –
ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ TV პირველის ეთერში განაცხადა.
მელია ამ განცხადებით ქართული ოცნების მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს გამოეხმაურა, სადაც ის მელიას ფეხბურთის თამაშს უწუნებს.