აქცია- პერფორმანსი ზღვისპირა ქალაქში. ბათუმში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა ზღვაში კატერებიდან ბანერი გამოფინეს -“თავისუფლება მიშას”. აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ის ტერიტორია შეარჩიეს, საიდანაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 8 წლის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნებისას, პირველი ვიდეომიმართვა გაავრცელა.