პროფესიონალ შულერთან პატიოსნად სათამაშოდ დაჯდომა ყოველთვის წაგებით სრულდება..ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი-გურული

”ისევ და ისევ სუნ ცზუ:
“გამარჯვებული მეომრები ჯერ იმარჯვებენ და მერე მიდიან ომში; დამარცხებულები ჯერ ომში მიდიან და მერე ცდილობენ გამარჯვებას”.
—-
ყველაფერი მოხდა ზუსტად ლოგიკის მიხედვით. არანაირ სიურპრიზს არ ჰქონია ადგილი. როდესაც ადამიანი დაჟინებით აგრძელებს ერთიდაიგივეს კეთებას და მოელის სხვა შედეგს, ეს არანორმალურობაა.
პროფესიონალ შულერთან პატიოსნად სათამაშოდ დაჯდომა ყოველთვის წაგებით სრულდება, ეს აქსიომაა.
ადამიანები, ვინც საზოგადოებას ერთიდაიგივეს გამუდმებით კეთებისაკენ მოუწოდებენ, ან თაღლითები არიან, ან ნაძირლები, ან იდიოტები.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ მხოლოდ აზრიან ბრძოლას აქვს მოგების შანსი.
სანამ რაიმე სახის პროტესტს დაიწყებ, მანამ უნდა გაავლო წითელი ხაზი, რომელსაც არანაირი პირობის შემთხვევაში არ გადალახავ უკან დახევისას.
რაც შეეხება კონკრეტულ სიტუაციას.
რეალურად, პროგრესის და ცვლილების მოსურნე დაახლოებით 25%-ს უპირისპირდება რეგრესული 25%, რომლის ხელშია სრული სახელმწიფო რესურსები და მორალურად მხარდამჭერი პასიური 50%, რომელიც უბრალოდ დუმილით უყურებს სეირს. ძალთა ეს განლაგება აბსოლუტურად გამორიცხავს ე.წ. რევოლუციური პროტესტის წარმატებას, რაც პრაქტიკულად მარტივ ფიზიკურ დაპირისპირებაში გამოიხატება.
პროტესტის ყველაზე რეალური სახეა სრული და უპირობო ბოიკოტი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი შტრაიხბრეკერი დაარღვევს ამ ბოიკოტს. ეს არის ერთადერთი გზა, რომ პასიურმა 50%-მა სრული პასუხისმგებლობა გარდაუვალ კოლაფსზე დააკისროს რეგრესულ 25%-ს.
ცხადია, ბოიკოტის პროცესი უნდა იყოს აქტიური. გაერთიანებული ოპოზიცია სრულად და უპირობოდ უნდა გამოეთიშოს ფსევდოოფიციალურ სახელმწიფო სტრუქტურებს. ამ სტრუქტურებში ნებისმიერი სახით და პირობით მონაწილეობა უპირობოდ ნიშნავს მათ აღიარებას და ლეგიტიმაციას; სწორედ ეს არის ის წითელი ხაზი, რომლის გადალახვაც სიკვდილის ტოლფასია!
ნუ იდარდებთ შტრაიხბრეკერების რაოდენობაზე, ისინი აუცილებლად იქცევიან საძულველ, კომიკურ ფიგურებად და საბოლოოდ განაპირდებიან. ეს აუცილებელი პროცესია; თაღლითებისა და ნაძირლებისაგან განწმენდა.
საკმარისი მცდელობები იყო შულერთან თამაშის პატიოსნად მოგების. კმარა!
მაგიდიდან ადგომის დროა. ამოყირავებით ვერ ამოაყირავებთ, მაგიდაზე თქვენსკენ მოშვერილი ნაგანი უდევს შულერს და ირგლივ კი მხოლოდ სეირის მაცქერალი მოხორხოცე ბრბოა.”-წერს ზურაბ გურული.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share