ეუთო/ოდირი მეორე ტურზე: იყო დაშინება, უბნების გარეთ ზეწოლა, შეურაცხმყოფელი რიტორიკა

ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისია თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის პირველად შეფასებებს აკეთებს.

ეუთო ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ალბერტ იონსონის თქმით, იყო ჩივილები დაშინებასა და ზეწოლაზე.

ასევე, იონსონის თქმით, დამკვირვებლები პარტიული მხარდამჭერების როლში იყვნენ და გარკვეული ჯგუფები უბნების გარეთ ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ, ასევე ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება.

[სინქრონული თარგმანი] ადგილობრივი არჩევნების მეორე რაუნდიზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყომაგრამ განგრძობადმა პოლარიზაციამ და გამწვავებულმა ნეგატიურმა რიტორიკამუარყოფითად იმოქმედა პროცესზეკამპანია კონკურენტული იყო და მთელს ქვეყანას ფარავდამან დაჩრდილა ადგილობრივი საკითხებიზოგადად კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობა,მაგრამ იყო ჩივილები დაშინებასა და ზეწოლასთან დაკავშირებით.

მწვავე უთანასწორობამ რესურსების მხრივ და ხელისუფლებაში ყოფნის არასათანადო უპირატესობამ დამატებითი როლი ითამაშა მართველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორიკამპანიის ფინანსების გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება შეზღუდული იყო არასაკმარისი ზედამხედველობის გამოკერძო სატელევიზიო არხები განაგრძობდნენ მაღალი პოლარიზაციას და აშკარა მიკერძოების გამოვლენასრაც ამომრჩეველს უზღუდავდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას.

არჩევნების დღე ზოგადად მშვიდი და კარგად ადმინისტრირებული იყოადგილი ჰქონდა რამდენიმე დაპირისპირებას პარტიულ მხარდამჭერებს შორისსაარჩევნო უბნების გარეთკენჭისყრის დათვლის პროცესი ზოგადად დადებითად შეფასდათუმცა, ადგილი ჰქონდა გარკვეულ პროცედურულ საკითხებსგანსაკუთრებით ხმების დათვლის დროსმაგრამ იმის გამორომ დამკვირვებელთა ორგანიზაციის წარმომადგენლები ხშირად მოქმედებდნენ პარტიული მხარდამჭერების როლში და ზოგჯერ პროცესშიც ერეოდნენაგრეთვე პირთა ჯგუფებისავარაუდოდ გავლენის მოხდენას ცდილობდნენ ამომრჩევლებზე ზოგიერთი საარჩევნო უბნის გარეთიყო შეშფოთების საგანი.

მთლიანობაში კანონმდებლობა ადეკვატურ საფუძველს იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლადთუ მისი სრულყოფილად შესრულება მოხდება.მაგრამ ამავდროულად ის ზედმეტად რთულია და შეიცავს რიგ შეუსაბამობებსოდირის და ვენეციის კომისიის მიერ ადრე გაკეთებული რეკომენდაციების ნაწილი კვლავ შეუსრულებელი რჩებამათ შორის საარჩევნო უფლებების შეზღუდვა და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება, 2020 წელს გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგადძირითადად შესრულდა ოდირის ადრინდელი რეკომენდაციებიარჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით , – ამბობს ალბერტ იონსონი.

ალბერტ იონსონმა ასევე ისაუბრა არჩევნების წინ შეურაცმხყოფელი რიტორიკის გამწვავებაზე. მან ყურადღება გაამახვილა ყოფილი ძალოვანების დაკავებაზეც.

[სინქრონული თარგმანი] “საარჩევნო კამპანია კიდევ უფრო ინტენსიური გახდა საარჩევნო დღემდე ორი კვირის განმავლობაშიაღინიშნებოდა შეურაცხმყოფელი და უარყოფითი რიტორიკის გამწვავებარომელიც პირველი ტურისთვისაც დამახასიათებელი იყომეორე ტურის დროსეს გამოიხატა დიდი ზომის პარტიების მოწოდებებითერთმანეთის დამთავრებასთან დაკავშირებით.

კამპანიის ბოლო დღეებშიმკვეთრად მოიმატა ნეგატიურმა კამპანიამ მედიაში და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეო მასალებშიარჩევნებამდე ერთი კვირის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ცალკეულ ინციდენტებსმათ შორის დაპირისპირებებს პარტიის ოფისების გარეთ და ოპოზიციასთან დაკავშირებული ყოფილი პოლიციელების დაკავებებსკანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობამაგრამ ,ფართოდ გავრცელებულ და ურთიერთშეწყობილ ჩივილებსზეწოლასთან და დაშინებასთან დაკავშირებითასევე, ხელისუფლებაში ყოფნის უპირატესობას, ადგილი ჰქონდა პირველ და მეორე ტურშიც.

პრემიერმინისტრის განცხადებარომ ოპოზიციის მოგებული ნებისმიერი მუნიციპალიტეტი აღმოჩნდებოდა იზოლაციაშიცენტრალური მთავრობის მხრიდან და არ იქნებოდა არანაირი პროექტის განხორციელების შესაძლებლობადაგმობილი იქნა ოპოზიციის მხრიდანროგორც მათი ამომრჩევლების დაშინების მცდელობაენმ-ი საარჩევნო კამპანია ორიენტირებული იყო საერთო სახელმწიფოებრივ საკითხებზე და კოალიციური პოლიტიკის შექმნაზეხოლო ქართულმა ოცნებამ კამპანია მიმართა უფრო მეტ ეროვნულობაზე.

მეორე ტურში მონაწილეების კამპანიის ფინანსების წარდგენის ვადა იყო სამი დღით ადრე მხოლოდ მეორე ტურამდე და ვერ გამოქვეყნდა სახელმწიფო აუდიტის მიერ მეორე ტურის არჩევნების დღემდეაუდიტის სამსახურის გამოძიება სამ შესაძლო დარღვევაზე ჯერ ისევ მიმდინარეობდა მეორე ტურის პერიოდშიმთლიანობაში დაჩქარებული ვადების არარსებობამ და ფორმალისტურმა მიდგომამ აუდიტის სამსახურის მიმართ გამოიწვია კითხვები.

ოდირის მისიამ მედიის მონიტორინგი დაიწყო 4 სექტემბერს, 7 ქართველი მონიტორითრომლებიც მუშაობდნენ კვირაში 6 დღის განმავლობაშიმეორე ტურის დროს მედია გარემო კვლავ პოლარიზებული იყოკერძო მფლობელობაში არსებული ეროვნული მაუწყებლები მკაფიოდ მმართველ პარტიას უჭერდნენ მხარს ან უარყოფითად აშუქებდნენ ოპოზიციასან პირიქითპირდაპირ უპირისპირდებოდნენ მართველ პარტიასმართალია, საზოგადოებრივი მაუწყებელიპირველი არხი და აჭარა ძირითადად ნეიტრალურად და დივერსიფიცირებულად აშუქებდნენ კამპანიასკერძო ტელევიზიების მხრიდან აშკარა იყო მიმხრობა ამა თუ იმ პოზიციისადმიგაშუქება ძირითადად გამოიხატებოდა ურთიერთშეტევაში და ურთიერთბრალდებებშიპარტიებსა და კანდიდატებს შორისნაკლებად შუქდებოდა ზოგადად პოლიტიკის საკითხები ან ადგილობრივი მნიშნველობის საკითხებირაც ამომრჩეველს უზღუდავდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებასზოგიერთი ტელევიზია შეეცადა დებატების ორგანიზებას მეორე ტურშიმაგრამ დებატები არ შემდგარარადგან მონაწილეებს ამისი სურვილი არ გამოუვლენიათ.” – ამბობს ალბერტ იონსონი.

ოდირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებისთვის მუშაობა დაიწყო 26 აგვისტოს და 4 სექტემბრისთვის განთავსებული ყავდა 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი მთელს ქვეყანაში.

ალბერტ იონსონმა, პირველი ტურის შეფასების დროს თქვა, რომ არჩევნებში ბოროტად იყენებდნენ დამკვირვებლებს, ჯგუფები გავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share