პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერებისა და წევრების მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან საყოფაცხოვრებო ნაგვის დაყრის ფაქტს, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:
ეს ჟურნალი იყო თქვე მწამებლებო!!! მრავალსერიანი დოკუმენტური ფილმი წინ გაქვთ.
ჩემი მხარდაჭერა ჩვენ საამაყო ჯარისკაცებს, რომლებსაც წინ ნაგვებმა ნაგავი დაუყარეს”, – წერს ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა და წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ საყოფაცხოვრებო ნაგავი მიიტანეს და სუს-ის შესასვლელთან დაყარეს.
როგორც „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში ყველაზე დიდი ბოროტების ადგილია.
ამასთან, ჯაფარიძის თქმით, მსგავსი პროტესტი განმეორებითი იქნება, მაგრამ შემდეგ ჯერზე უფრო მეტი რაოდენობის ნაგავს დაყრიან.