ჟურნალისტი, ნენე დალაქიშვილი:
“ყოველ დილით, სახლიდან გამოსვლის წინ, ჩემი შვილი მეუბნება, რომ ფრთხილად ვიყო, არ მცემონ, არ დამაკავონ, შეურაცხყოფა არ მომაყენონ და მთელი დღე გაუჩერებლად მწერს ან მირეკვს :
დე, სად ხარ ?
დე, ხომ არ გცემეს ?
დე, მშვიდობა გაქვს ?
არავის, არავის შვილი არ იმსახურებს ასეთ ქვეყანაში ცხოვრებას.
არც “ჩვენი” და არც “იმათი”.
ეს სიძულვილი მანამდე გაგრძელდება, სანამ ბიძინა ივანიშვილს არ მოვიშორებთ.”