“ოცნებამ უნდა აგოს პასუხი არა მხოლოდ ქართველი ერის, არამედ ცივილიზებული სამყაროს წინაშე”-სულაშვილი

“გათენებულმა ღამეებმა და ევროპის სტრუქტურებში ყველა კარებზე დაუსრულებელმა კაკუნმა დადო შედეგი.
ოცნებამ უნდა აგოს პასუხი არა მხოლოდ ქართველი ერის, არამედ ცივილიზებული სამყაროს წინაშე!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
მადლობა ყველა ჩემს უცნობ და ნაცნობ თანამებრძოლებს, ჩემს მეგობრებს დაუღალავი შემართებისთვის.
განსაკუთრებული მადლობა მთავარი არხის გუნდს Nika Gvaramia ყველა მასალის ოპერატიული მოწოდებისთვის. რომ არა მათ მიერ გაშუქებული ფაქტები,მტკიცებულებების სახით, კიდევ დიდხანს მოგვიწევდა კაკუნის გაგრძელება.
ჩვენ გავიმარჯვებთ!!!”- წერს ნუგზარ სულაშვილი უცხოელი პარტნიორების მხრიდან გაკეთებული განცხადებების შემდეგ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share