“მითხარით, რა ჰქვია ამ ნაძირალას?!” | კადრები, სადაც “მოხვედი ჩიტოს” ნაწილი ამოჭრეს და მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ გოგა ორდენიძეს მიმართავს

შე ნაძირალა მკვლელო. რა ჰქვია, მითხარით.. მითხარით, რა ჰქვია ამ ნაძირალას…” – პენიტენციურმა სამსახურმა დღეს გაავრცელა კადრები, სადაც “მოხვედი ჩიტოს” ნაწილი ამოჭრეს და მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ გოგა ორდენიძეს მიმართავს.

ვიდეოკადრები, რომელიც საზოგადოების მაღალი ინტერესის მოტივით გაასაჯაროვეს, არასრულია.
არაპროფესიონალის თვალითაც ადვილად აღქმადია მონტაჟის კვალი. მხოლოდ რეანომობილში გადაღებული კადრები 13-ჯერ არის გაჭრილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share