აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული განმარტავს, რატომ აწერს ხელს სხვა ქართველ კოლეგებთან ერთად აშშ-ის კონგრესისა და სენატისთვის გაგზავნილ წერილს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხეშია და შესაძლოა, გამოუსწორებელი ტრაგედია ნებისმიერ წუთს მოხდეს.
ექიმი იმედოვნებს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება აშშ-ის მთავრობის გზავნილს მაინც შეისმენს.
“თვეზე მეტია ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, საქართველოს მთავრობის უმაღლესი რანგის პოლიტიკოსთა სიძულვილით, აგრესიითა და ცინიზმით აღსავსე რიტორიკას, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ უდიერ, უპატივცემულო მოპყრობას, მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის აბუჩად აგდებასა და აბსოლუტურ გულგრილობას. დრო აღარ ითმენს. ნებისმიერ წუთში შეიძლება მოხდეს გამოუსწორებელი ტრაგედია, რაც უმძიმეს ტვირთად დააწვება თითოეულ ჩვენგანს. სწორედ ამიტომ, მივმართეთ ჩვენი მეორე სამშობლოს, აშშ-ის მთავრობას, სენატორებსა და კონგრესმენებს. იმედია მათ გზავნილს მაინც შეისმენენ შურისძიებისაგან გონებადაბინდული ადამიანები, რომლებიც კარგა ხანია, გასცდნენ ადეკვატურობის საზღვრებს”, – თქვა ზურაბ გურულმა.
შეგახსენებთ, რომ ღია წერილს უკვე ამერიკაში მოღვაწე 100-მდე ქართველმა ექიმმა მოაწერა ხელი