სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექიმთაჯგუფის წევრი, გიორგი გრიგოლია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს უკვე დაეწყო მეტაბოლური ცვლილებები და კრიტიკულ მდგომარეობაშია.
მისი თქმით, სააკაშვილი სუსტადაა და ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებს.
“ჯერ საბოლოო დასკვნებამდე არ მივსულვართ, მაგრამ უკვე ფინიშისკენ მიდის. კარგი არის ის, რომ თითქმის ყველა ერთ აზრზე ვართ და ცოტა ხანში ნახავთ.
მიხეილ სააკაშვილი არის სუსტად და ეს არც არის გასაკვირი, მას უკვე დაეწყო მეტაბოლური ცვლილებები, ჯერ სარეანიმაციო პაციენტი არ არის, მაგრამ არის უკვე კრიტიკულ მდგომარეობაში, რომელსაც სჭირდება ინტენსიური თერაპია”, – განაცხადა ექიმმა მთავარ არხთან ინტერიუში.
შეგახსენებთ, რომ სასტუმრო თბილისი მერიოტში საქართველოს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა მულტიპროფილური ჯგუფი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შეხვედრას მართავენ.