“დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას დედა, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ყველა საელჩოს მიმართვას, სასწრაფოდ მიიღონ ზომები, რადგან მისი შვილის სიცოცხლე საფრთხეშია.
ირინა გუნცაძე ამბობს, რომ ელენე ხოშტარია მკურნალობის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ შეცვლის, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ხელისუფლების მსხვერპლია.
“ძალინ ვიკავებ თავს. ვიკავებ თავს უხეში, მძიმე გამონათქვამებისგან იმიტომ, რომ კიდევ მგონია, რომ თქვენ, ხელისუფლებას, კიდევ შეგრჩათ ჭკუის, ტვინის, სინდისზე ვეღარ იტყვი, ნასახი. თქვენ არ გაქვთ უფლება საქართველოს ისტორია ჩაყაროთ წყალში. თქვენ არ გაქვთ უფლება მოკლათ ადამიანები. მიხეილ სააკაშვილი უკვე გადადებულია, ეგ ყველამ ვიცით. ჩემი შვილი, რომელიც არის ყველამ ვიცით სალი კლდე, თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის. მან უარი თქვა მედიკამენტებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ელენე ხოშტარია არის თქვენი მსხვერპლი.
მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველა საელჩოს, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები. დღეს ჩემი შვილის, ელენე ხოშტარიას სიცოცხლე საფრთხეშია, 4 შვილის დედის, რომელიც თავს წირავს საქართველოს გულისთვის, საქართველოს ყველა მოქალაქის გულისთვის. თუ ამას გააკეთებთ აიღეთ მაუზერი, დაგვაყენეთ კედელთან და დაგვხვრიტეთ, როგორც 1937 წელს. მე მაქვს კიდევ არ ვიცი რატომ, თქვენი ოდნავ ერთი პატარა ნაპერწკლით მჯერა, რომ მოხვალთ გონს. ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი, გაფრთხიელბთ, თქვენ არ გაქვთ უფლება მოაწყოთ 37 წელი 21-ე საუკუნეში. მე კიდევ ყველაფერი არ ვთქვი, თავს ვიკავებ-მეთქი”, – თქვა ირინა გუნცაძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ დღეს, 19 ნოემბერს ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ის მედიკამენტების მიღებაზეც უარს ამბობს. მისი თქმით, არაფერს მიიღებს, სანამ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.