მამია გურიელის საღმრთო საწირავი ჭური

ოზურგეთში მცხოვრებ ალექსანდრე შევარდნაძეს 1883 წელს მისი სახლის ქვეშ უზარმაზარი ჭური აღმოუჩენია. შევარდნაძის სახლი გურიელების ნამარნალზე მდგარა, ჭურის მოცულობის გაზომვის შედეგად დაუდგენიათ, რომ მასში 365 საწყაო ღვინო ჩადიოდა, 1 საწყაო – 18.4 ლიტრის ტოლი გახლავთ, ანუ ჭურში მთლიანობაში 6716 ლიტრი ღვინო ჩადიოდა. ჭურის ტევადობა სიმბოლურად 365 დღის შესაბამისი 365 საწყავი გალხდათ.
ჭური მამია გურიელს საღმრთო საწირავის საჭურჭლედ გაუკეთებია, გაზეთი დროება 1883 წელს წერდა – „ეს ქვევრი ყოფილა, როგორც ზეპირი გადმოცემა ამბობს წლის სათვალავი, ესე იგი, სამასსამოცდახუთი საწყავი ღვინო ისხმოდა შიგ“. თავად გრიგოლ გურიელს ჭური თავისთან გადაუტანია – „თავადმა გრიგოლ გურიელმა მოინდომა ამ ქვევრის გატანა და სამი ოთხი დღე ათხრევინა ორმოცამდე მუშას. ამოსაღებად მოიწვია ადგილობრივი კამანდის 200 კაცი სალდათები და ძვლივძლივობით ამოიღეს. თავად გრიგოლს ქვევრის გადმოტანა ორ ქცევაზედ დაუჯდა 200 მ. ფული“. გურიელს ჭური მისი სასახლის წინ მიუტანია და სპეციალური ნაგებობაც მოუწყვია მის გარშემო.
ნახატზე – გრიგოლ გურიელის სასახლე ოზურგეთში, ეზოში მამია გურიელის საღმრთო საწირავის საჭურჭლე ჭურით.
მოამზადა კახა ჩავლეიშვილმა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share