ლანჩხუთში, მრავალსართულიან ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, აფეთქება რამდენიმე დღის წინ მოხდა. შემთხვევა გვარჯალაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მეორე სართულზე მოხდა და ორი ადამიანი დაშავდა.
ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა შედარებით მძიმეე იყო. დაშავებული თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს,სადაც დღეს გარდაიცვალა. 20 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.
შს-მ გამოძიება მაშინ 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობის გამო ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.დამატებით კომენტარს ველოდებით შს-დან გადაკვალიფიცირდება თუ არა არსებული მუხლი და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ,