ვინ რა თქვა დიეგოზე – ლეგენდების რეაქციები

დიეგო არმადო მარადონა 24 ნოემბერს გულის შეტევით, არგენტინის ქალაქ ტიგრეში, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფეხბურთის მილიონობით გულშემატკივართან ერთად, ლეგენდარული არგენტინელის გარდაცვალებას სოციალურ ქსელებში სპორტის ვარსკვლავები ეხმაურებიან.

ფორმულა განახლებად რეჟიმში გთავაზობთ ცნობილი ვეტერანი და მოქმედი ფეხბურთელების რეაქციებს:

  1. პელე

„ძვირფასი მეგობარი დავკარგე, მსოფლიომ კი – ლეგენდა”

  1. კრიშტიანუ რონალდუ

„ერთ-ერთი საუკეთესო, განუმეორებელი ჯადოქარი. მშვიდად განისვენე, არასდროს დაგვავიწყდები,” – წერს კრიშტიანუ რონალდუ

  1. ლიონელ მესი

„წავიდა, მაგრამ არ დაგვტოვა, რადგან დიეგო მარადიულია. სამწუხარო დღეა ფეხბურთისთვის და ყველა არგენტინელისთვის,”

  1. ალესანდრო დელ პიერო

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო მარადონას გარდაცვალებას ამ ილუსტრაციით გამოეხმაურა

  1. კაკა

„მადლობა ყველაფრისთვის… მადლობა, რაც გააკეთე სპორტისთვის, რომელიც ძალიან მიყვარს. გენიოსი! Მშვიდად განისვენე.”

  1. რობინ ვან პერსი

„ჩემი ბავშვობის გმირი… მადლობელი ვარ, რომ შენთან შეხვედრის შანსი მქონდა. დაუჯერებელი და სიხარულის მომგვრელი მოთამაშე. ასევე, ძალიან თბილი და მეგობრული ადამიანი. ნამდვილი შთაგონება ჩემთვის და ბევრი სხვისთვისაც. შენი მემკვიდრეობა სამუდამოა. მშვიდად განისვენე.”

  1. პაოლო მალდინი

„ნახვამდის, დიდებულო დიეგო! შენ ჩემთვის ყოველთვის გმირი იქნები. მშვიდად განისვენე, ჩემო მეგობარო!”

  1. რივალდო

„რა სამწუხარო ამბავია ჩემთვის და ყველასთვის, ვისაც სპორტი მოსწონს. ეს ბიჭი მოედანზე ფენომენალური იყო. ჩემი ერთ-ერთი საფეხბურთო კერპი. ერთმანეთის მიმართ დიდი სიყვარული და აღტაცება გვქონდა, რომელიც არასდროს დამავიწყდება. წარმოუდგენელი ადამიანი, გიგანტური გულით.”

  1. ლუის სუარესი

ლუის სუარესი მარადონას გარდაცვალებას ასე გამოეხმაურა:

  1. რონალდო

„რა სამწუხარო დღეა ფეხბურთის მოყვარულთათვის. ჩვენი სპორტი კარგავს ერთ-ერთ უდიდეს კერპს. მე ვკარგავ დიდ მეგობარს, რომელიც ბავშვობიდან ჩემი შთაგონების წყარო იყო. ელ პიბე, შენი მემკვიდრეობა მარადიულია. მშვიდად განისვენე, ჩემო მეგობარო.”

  1. დევიდ ბექჰემი

„სევდიანი დღე არგენტინისთვის და სევდიანი დღე ფეხბურთისთვის… ადამიანი, რომელიც ვნებით, სულით თამაშობდა და სუფთა გენიოსი. ძალიან აღელვებული ვიყავი, როცა დიეგოს ვხვდებოდი და ძალიან მოგვენატრება. მშვიდად განისვენე.

  1. იკერ კასილასი

„მშვიდად განისვენე, მარადონა. გენიოსი სპორტისა, რომელსაც ფეხბურთი ჰქვია.”

  1. გარეტ ბეილი

„საშინლად სამწუხარო ამბავია. მშვიდად განისვენე, ლეგენდავ.”

  1. სამუელ ეტო’ო

„რა წელია 2020! მშვიდად განისვენე, ბოსს!”

  1. ნეიმარი

„ყოველთვის ჩვენს მოგონებებში იქნები. ფეხბურთი მადლობას გიხდის!”

  1. ხავი

ბარსელონას ლეგენდარული ფეხბურთელი, ხავი:

  1. ინიესტა

„შენი ხსოვნა იქნება მარადიული. ჩვენ არ დაგვავიწყდები. მშვიდად განისვენე, დიეგო”

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: