”მწვანე პასპორტის ფუნქცია, რა თქმა უნდა, მარტო რესტორანში შესვლა-გამოსვლა არ უნდა იყოს, ამიტომ ამას ლოჯისტიკური დახმარება სჭირდება, რომ სპეციალური აპარატები დამონტაჟდეს საქალაქო ტრანსპორტში, ან მეტროს შესასვლელებში. ეს მომავალში რა თქმა უნდა, უნდა გაკეთდეს. ტრანსპორტი უნდა იყოს აუცილებლად მეორე ეტაპზე და როგორც ვიცი ეს იგეგმება, ოღონდ დროში სწრაფად ვერ იქნება. მისი აღსრულება უნდა მოხდეს, ის არ უნდა იყოს, როგორც გვაქვს ბევრი რეგულაცია და არ ხდება მისი აღსრულება” – განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა რუსთავი 2-ის ეთერში.