ქვანახშირის კარიერში ჩამოშლილ მიწის მასაში მოყოლილი მეორე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვნეს

უბედური შემთხვევა ტყიბულში – ქვანახშირის კარიერში ჩამოწოლილ მიწის მასაში მოყოლილი მეორე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვნეს.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროის მანძილზე ერთი დაშავებული ცოცხალი იპოვნეს და ამოიყვანეს. ის ახლა უკვე კლინიკაშია მოთავსებული. ცოტა ხნის წინ კი 45 წლის კაცის ცხედარს მიაგნეს

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share