ჟურნალისტი, ვახო სანაია, “ტვ პირველის” ეთერში, ზაზა სარალიძისთვის პრემიერ ღარიბაშვილის ცოლის ძმის მიწერილ შეურაცხმყოფელ და სავარაუდო მუქარისშემცველ განცხადებას ეხმაურება და ამბობს:
“ორი პარალელი მინდა გავავლო, აქციაზე, ერთ-ერთმა მოქალაქემ ივანიშვილს შეაგინა, შემდეგ როგორ გაუსწორდნენ მას, როდესაც შარდის წასმა აიძულეს, შემდეგ, ეს საქმე როგორც დამთავრდა, ვიცით, ივანიშვილის დაცვის წვერი გამოვიდა, ამაზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულა.
მეორე ტრი-ტრის ისტორია, ჩვენ სატელეფონო ჩანაწერები ხომ მოვისმინეთ? იქაც ფეისბუქკომენტარების და სტატუსების გამო იყო ეს ამბავი, როდესაც ივანიშვილის ვაჟის დავალებით, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი იყო ჩართული, გავიგეთ შინაარსი როგორ რეაგირებენ.
ეს კაცი, ალესანდრე თამაზაშვილი იყო დეპუტატი, პარლამენტარი იყო, თავს უფლებას აძლევს შეაგინოს, იქ მუქარასაც შეიცავს, სადმე თუ გნახავო და ასე შემდეგ.
მათ რა ჰგონიათ ახლა, რამდენ მოქალაქეს უნდა სდიონ საქართველოში? წარმოვიდგინოთ, მასობრივად დაწეროს ყველამ ის, რაც დაწერა ზაზა სარალიძემ, რომელიც გამწარებულია, არამხოლოდ შვილის ნაწილში, არამედ კოვიდის გამო, მან ტრაგედიები გადაიტანა და რა ჰგონია თამაზაშვილს, დაუვლის საქართველოს ყველა მოქალაქეს დაემუქრება და მერე ამ მუქარას აასრულებს? ან ღარიბაშვილს რა ჰგონია? ღარიბაშვილმა თავისი სანათესაოს გამო, ერთხელ უკვე მიიღო ის, რაც მიიღო, როდესაც პირდაპირ თქვა ივანიშვილმა, რატომ უშვებდა მას პრემიერ-მინისტრობიდან. ახლა ეს ნათესავები აგრძელებენ ამ ამბავს, მათ შორის, ფინანუსურ ნაწილშიც სერიოზული ეჭვებია.
და მორალური მხარე ამ ყველაფრის – ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზაზა სარალიძეზეა ლაპარაკი, რომელიც ამ სახელმწიფომ გაანადგურა, როგორ ებრძოდა ეს სახელმწიფო ამ კაცს და რა მდგომარეობამდე მიიყვანეს, ეს არის სახელმწიფო, რომელიც ამ საქმეს აყალბებდა და რომელიმე პირი არის დასჯილი, ვინც ამ საქმეს აყალბებდა? სამოხელეო დანაშაულზე არავინ აგო ასუხი. გაჩერდით მაინც, ხალხო, გაჩერდით მაინც. რაღაცას ხომ აქვს საზღვარი? წარმოიდგინეთ რაზე არიან წამსვლელნი.
დაანებეთ ამ ადამიანს თავი, მას აქვს უფლება, როგორც უნდა ისე მოიხსენიოს ეს მთავრობა, ისევე როგორც ჩვენ, რადგან ჩვენი დაქირავებულია მთავრობა, მაგრამ თქვენ, ხელისუფლებას და ხელისუფლების ოჯახის წევრებს მოგეთხოვებათ მეტი და როდესაც თამაზაშვილი, ყოფილი დეპუტატი ამას ამბობს, მოგეთხოვებათ, რომ პრემიერ-მინისტრი ამბობს ამას. ზაზა სარალიძე ამას არ იმსახურებს, დაანებეთ ამ ადამიანს თავი, შეგინება კი არა, ენა როგორ გიბრუნდებათ მის წინააღმდეგ, თქვენი, ოცნების მმართველობის დროს მოხდა ეს ყველაფერი.” განაცხადა ვახო სანაიამ.