“მემგონი თქვენი თბილისი მილანი უფროა, ვიდრე ის თბილისი, სადაც მე ვცხოვრობ” – ნინო კვიტაიშვილი კალაძეს

ვცხოვრობთ სხვადასხვა თბილისში და მემგონი თქვენი თბილისი მილანი უფროა, ვიდრე ის თბილისი, სადაც მე ვცხოვრობ” – ასე მიმართა კახა კალაძეს დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნინო კვიტაიშვილმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა კალაძესა და მის მთავრობას დაუსვა კითხვა, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ქვეყანაში კორუფცია, როდესაც კორუფციის ყველაზე დიდი მტერი, მიხეილ სააკაშვილი დღეს მათსავე ტყვეობაში იმყოფება.

როდემდე შეიძლება ასე გაგრძელება, ეს არის თქვენი გადასახედიდან სიცოცხლით სავსე, დემოკრატული, ცივილური და ისეთი ქალაქი, რომელიც რეალურად ამ სახელმწიფოს სჭირდება? თუ ეს არის გეგმა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტად გაიხანგრძლივოთ ეს კორუფციული ყოფა, რომ რაც შეიძლება მეტად უფრო დიდი ფული იშოვოთ თქვენდა თქვენმა გარემოცვამ, თან იმ ფონზე, როდესაც რეალურად ყველაზე დიდი მტერი კორუფციის, მიხეილ სააკაშვილი, იმყოფება დღეს თქვენსავე ტყვეობაში, – ამბობს კვიტაიშვილი .

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share