”მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში. მას ისე ექცევიან როგორც მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ტყვეობაში ჩავარდნილ პირებს. ეს არის ის, რაც არის. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველაფერთან ერთად ძალიან ჭკვიანური ნაბიჯები გადავდგათ. ეს ყველაფერი არ ხდება და არ იგეგმება ინგოროყვას ქუჩაზე. ინგოროყვას 7 ნომერია კანცელარია. ეს იგეგმება შუშის სასახლეში…
ამას უნდა დავუპირისპიროთ მაქსიმალური კონსოლიდაცია, სიფხიზლე, სისტემური საპროტესტო მოძრაობა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ძალიან აქტიური მუშაობა. თითქოს ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ თანმიმდევრულები ვიყოთ. სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ხმას არ იღებს და ეს არის ოლიგარქიული რეჟიმის გვერდითი ეფექტი.”
ამის ესახებ პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.