ინგლისი, ესპანეთი, იტალია – ემიგრანტები მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს აგრძელებენ

დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია – ევროპაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გრძელდება. ემიგრანტები “ქართულ ოცნებას” მიმართავენ და პოლიტიკის შეცვლას ურჩევენ.

საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნის ადრესატია ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტიც – ემიგრანტების მთავარი სურვილია, სალომე ზურაბიშვილმა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და შეწყალების აქტს დათანხმდეს.

“მოვითხოვთ მოხდეს საყოველთაო შერიგება და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გადადგას ნაბიჯი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თაობაზე, რადგან ეს ნაბიჯი დაასრულებს პოლიტიკურ ჩიხს”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

იგივე მოთხოვნით გუშინ თბილისში, ორბელიანების სასახლესთან აქციას გაიმართა, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა ორგანიზატორებთან შეხვედრა არ ისურვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share